სოჭის სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. სტიქიის დროს ტალღების სიმაღლემ რამდენიმე მეტრს მიაღწია. წყალმა სანაპიროზე დამცავი ჯებირები გაარღვია და მიმდებარე ტერიტორიზე მდებარე სათამაშო მოედნები და სასტუმროების პირველი სართულები დატბორა.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიამ ხეებიც წააქცია. ოლიმპიურ ქალაქს ძლიერი შტორმი უკვე მეორე დღეა უტევს, ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აჭარბებს.