პოსტსკრიპტუმმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გამოკითხვა ჩაატარა. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ეკონომიკაში განსახორციელებელი მთავრობის ინიციატივების შემდეგ ფასებმა უკვე მოიმატა. მოქალაქეები ფასების მატებას კიდევ ელოდებიან, რასაც უარყოფითად აფასებენ.
"ყველაფერი უკვე გაძვირდა,“- აღნიშნავენ მოქალაქეები.
მათ მიაჩნიათ, რომ საწვავის გაძვირება პროდუქტების ფასების გაზრდასაც გამოიწვევს.
ეკონომისტთა ნაწილი კი აქციზის ზრდას "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას" უწოდებს.
ავტორი: თეა ადეიშვილი.