24 დეკემბერი 2024,   07:41
ვრცლად
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა

გასულ კვირას ქალაქში განხილვის ერთერთი მთავარი თემა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ახლადდადგმული ბიუსტი იყო. სოციალურ ქსელში მაზნიაშვილის ბიუსტი ანიმაციურ პერსონაჟს შეადარეს. წერდნენ, რომ ძეგლი, რომელიც ჩინ-მედლების გარეშე დადგეს დაუმარცხებელი გენერლის დამარცხებას ნიშნავს. თავად ბიუსტის ავტორი დღეს თავის მართლების პოზაშია.

ამ დღეებში გაირკვა, რომ გენერლის ძეგლს მთელი ქალაქი ელოდა, თუმცა სად, როდის, როგორ და ვინ გადაწყვიტა ბიუსტის დადგმა ქალაქს გამოაპარეს.

მოქანდაკე გურამ ქაჯაია მერიის მიერ მოწვეული საბჭოს ერთერთი წევრი იყო. გენო ზაქარაიას მაზნიაშვილს სხვებთან ერთად მხარი მანაც დაუჭირა.

ავტორი: თაკო მესხი.

 

დღის ამბები