ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ნატო რუსთავი 2-ის საქმის მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება. უილიამ ლაჰიუს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მედია თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს.
„ქვეყნის გარედან ყველა აკვირდება რუსთავი 2-ის საქმეს, მათ შორის ნატოც. ჩვენ ყურადღებით ვუწევთ მონიტორინგს ამ საქმეს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედია იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, პოლიტიკური პროცესი გამჭვირვალე, კანონის უზენაესობა კი დაცული. რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილი, ეს იქნება დამოკიდებული საქართველოსა და ქართულ სასამართლო სისტემაზე,“ - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ავტორი: ნათია გოგსაძე.