19 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ბრიტანული დელეგაციისა და ენმ-ს ლიდერების შეხვედრაზე "რუსთავი2"-ის საქმეზე ისაუბრეს

ბრიტანელ დეპუტატებთან შეხვედრისას ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რუსთავი 2-ის საქმეზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების თქმით, სამაუწყებლო კომპანიის  გარშემო განვითარებული მოვლენებით და საქართველოში მედიის თავისუფლებით თავად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

რუსთავი 2-ის საკითხი ჩვენ კი არ დავსვით, არამედ დასვა თვითონ დელეგაციამ. იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მეგობრისთვის, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დემოკრატიას საქართველოს შიგნით, რუსთავი 2-ის საკითხი არის პირველი საკითხი. არა იმიტომ, რომ ვინმეს აინტერესებს რომელიმე არხის ცალკეული ბედი, არამედ იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ ეს საკითხი იქნება წყალგამყოფი საქართველოს საშინაო და საგარეო განვითარების თვალსაზრისით,“-განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობაში მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით ოპოზიციის შეშფოთებას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება მედიის თავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„არ უნდა ვახდენდეთ უტრირებას დიპლომატების, ეს ადამიანები საუბრობენ გასაგებად და თუ რამის თქმა უნდათ ამას ამბობენ პირდაპირ,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები