მედიაპლურალიზმი იყო განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა პარიზში ღია მმართველობის მეოთხე სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.
ქვეყნისთვის მედიაპლურალიზმის მნიშვნელობაზე და კონკრეტულად რუსთავი 2-ზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და გაეროში ამერიკის ელჩმა ორმხრივ შეხვედრაზეც, რომელიც ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში დღეს არის ყველაზე უფრო მაღალი ვიდრე ოდესმე ყოფილა.
„თავისუფალი მედია არის განუყოფელი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და მე დარწმუნებული ვარ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული სასამართლოს მიერ, აუცილებელია და ასეც მოხდება, საქართველოს ეყოლება თავისუფალი და მიუკერძოებელი მედია,“-განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი პარიზში დღესაც გრძელდება. გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პარლამენტის ასამბლეის თავმჯდომარეს და სტუდენტების შეხვდება.
„საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს ღია მმართველობის თვალსაზრისით და ცხადია ჩვენ ვართ ერთ-ერთ ლიდერი ქვეყანა და მზად ვართ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ.
მნიშვნელოვანია, რომ ეს სამიტი მომავალ წელს საქართველოში ჩატარდება და სწორედ ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი პროგრესისი მიღწევა,“-აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.