24 დეკემბერი 2024,   07:37
ვრცლად
დედოფლისწყაროში "წითელ წიგნში" შეტანილ სარსარაკზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

დედოფლისწყაროს რაიონში წითელ წიგნში შეტანილ სარსარაკზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. კანონდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააფიქსირეს.

სამართალდამრღვევებს ე.წ. პროჟექტორის გამოყენებით უკანონოდ მოპოვებული ჰყავდათ 1 კურდღელი და 16 სარსარაკი, რომელზე ნადირობაც აკრძალულია.

გარემოზე მიყენებული ზიანი 24 ათას ლარს შეადგენს. შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები.

დღის ამბები