24 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
"დედა ენის" პირველი ბეჭდური გამოცემიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიხსნა

"გოგებაშვილის პედაგოგიკა - თანამედროვე გამოწვევები" - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ის დედა ენის პირველი ბეჭდური გამოცემიდან 140 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიების მიზანი ხელნაწერთა ცენტრის საცავის პოპულარიზაცია და გოგებაშვილის პედაგოგიური ნააზრევის წარმოჩენაა.

კონფერენციის პარალელურად გაიხსნა გამოფენაც, სადაც წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის ცენტრში დაცული არქივი.

დღის ამბები