სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების პროცესი თბილისში დასრულდა. შეფასდა 21 სამშობიარო კლინიკა და აქედან 16-ს პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დონე განესაზღვრა.
დაწესებულებების ხელმძღვანელებს დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სამშობიარო კლინიკების დონეების განსაზღვრის მიზნით, სამინისტრომ მონიტორინგის მექანიზმი და ინდიკატორები შეიმუშავა. დონეების განსაზღვრა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.