24 დეკემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ქალების მკვლელობის მხრივ მასშტაბები საგანგაშოა - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი ქალთა მკვლელობის საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილი დანაშაულის პრევენციისთვის რადიკალური მეთოდების გამოყენების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით კანონში ცვლილებების შეტანაზე ამახვილებს ყურადღებას.

ამის შესახებ სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკუთარი ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

„რადიკალური მეთოდების გამოყენებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით. ფემიციდი, როგორც ასეთი, უნდა გახდეს დასჯადი და სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს შესაბამისი მუხლი. გამოძიების დროს უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ გენდერული ნიშნით ხდება ძალადობა და მკვლელობა. ქალების მკვლელობის მხრივ მასშტაბები ნამდვილად საგანგაშოა. პრობლემა უფრო სიღრმისეულია. ის პრობლემები, რომლებიც არ ჩანს და რომლებიც აისბერგის სახით საზოგადოებაში არის, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები, გენდერული პრობლემები, რომელიც საქართველოში არსებობს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები