ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში პირველად საქართველოს საგუნდო კაპელამ შოთა რუსთაველის ფრესკასთან იგალობა.
მანამდე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა და ისრაელში საქართველოს ელჩმა შოთა რუსთაველის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ისრაელში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.