მასშტაბური აქცია და ხმაურია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილი იყო მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტების მიერ.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას უპირისპირდებიან. შეკრებილებმა გზაც გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება და აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება მოჰყვა.
ჯერჯერობით უცნობია, აქციის რამდენიმე მონაწილეა გადაყვანილი სამართალდამცველების მიერ, თუმცა კურიერის კამერამ 10-მდე დაკავებულის დაფიქსირება შეძლო.
მოძრაობა თეთრი ხმაურის გარშემო სულ გაერთიანებულია 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ და ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი საკანონმდებლო ორგანო შეძლებს ამ კანონპროექტზე მუშაობას.
აქციის მონაწილეების მთავარი მესიჯი პარლამენტის წევრების მისამართით არის ის, რომ შეცვლილი იქნას სადამსჯელო პოლიტიკა.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით არსამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები მიმართავენ. რუსთაველის გამზირის ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ტერიტორიაზე უკვე ორივე მიმართულებით არის მოძრაობა შესაძლებელი.