01 ოქტომბერი 2024,   11:15
ვრცლად
შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველზე გამართული აქციის დროს 2 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველზე გამართული აქციის დროს 2 პირი დააკავეს. მათ ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.

ისინი აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია ცდილობდა, აქციის მონაწილეებისთვის გზის გადაკეტვის საშუალება არ მიეცა.

დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.  

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგბის გაწევას გულისხმობს.   

დღის ამბები