თეთრი ხმაურის აქციაზე დაკავებული მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ამ წუთებში აქციამ უკვე დიღომში სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
თეთრი ხმაურის ორი აქტივისტს უკვე ხვდებიან ადვოკატები და ასევე ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე პროცესს.
აქციის წევრები სამართალ დამცველებმა ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.