ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე, აცხადებს, რომ მოსახლეობის უმეტესობას ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჯანდაცვა არ სურს.
ამის შესახებ მან განცხადება, დღეს ბიზნესკურიერთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, "არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო კვლევა", რომელიც აჩვენებს, რომ "მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას თვითონ სურს, მიიღოს მონაწილეობა საკუთარი თავის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფაში". თუმცა, ის ამ კვლევებს არ ასახელებს.