საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოულოდნელი საჩუქარი მოქალაქეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი წლის ღამეს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მოქალაქეებს სიურპრიზი მოუმზადეს.
პატრულ-ინსპექტორებმა, 500-ზე მეტ მძღოლს, სამინისტროს სახელით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგოთი გაფორმებული საახალწლო საჩუქრები გადასცეს.