24 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ოპტიმიზაცია სახელმწიფო უწყებებში - რეგიონებში გათავისუფლებების ტალღა დაიწყო

რეგიონებში გათავისუფლებების ტალღა დაიწყო. გამგეობებსა და სახელმწიფო აიპ-ებში რეორგანიზაციის საბაბით სამსახურებიდან  ათეულობით თანამშრომელს უშვებენ. მხოლოდ სამეგრელოში სახელმწიფო დაწესებულებებიდან 60-ზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს.

სამეგრელოს რეგიონში სულ 16 აიპ-ი მუშაობს საიდანაც უკვე გაათავისუფლეს 40-მდე ადამიანი. მერიაში შემცირების დაწყებას 15 იანვრიდან გეგმავენ. 27 თანამშრომელმა უკვე დაკარგა სამსახური ზუგდიდის გამგეობაში. მიზეზად საატესტატო გამოცდებს ასახელებენ, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარდა.

10%-იანი  რეორგანიზაცია ძირითადად ტექნიკურ პერსონალს შეეხო ოზურგეთის სახელმწიფო თეატრშიც. აიპ-ის ხელმძღვანელმა 15 ადამიანი შეამცირა. მათ შორის დამლაგებლები, გამნათებლები, სცენის მემანქანეები და გარდერობის თანამშრომლები. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ამბობს, რომ ამდენი თანამშრომელი არ სჭირდებოდა.

რეორგანიზაცია ოპტიმიზაციის გამო ხმაური იყო გუშინ გურჯაანშიც. სიტყვიერი დაპირისპირება კულტურის ცენტრში მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 

რა ნაწილი დაბრუნდება სამსახურებში ან რა კრიტერიუმით მოხდება შერჩევა მოვალეობის შემსრულებელს არ დაუკონკრეტებია. მისი განმარტებები მიუღებელი აღმოჩნდა უკვე ყოფილი თანამშრომლებისთვისაც.

ავტორი:ია გულიაშვილი, ემა გოგოხია, ლადო მენაბდე.

დღის ამბები