24 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
შსს-მ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტრეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაახლოებით, ერთი საათის წინ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა მოხდა. ნიკა გვარამიამ მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

 

დღის ამბები