01 ოქტომბერი 2024,   08:13
ვრცლად
შობის დღესასწაული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნეს

როგორ აღნიშნეს შობა მსოფლიოში - ტრადიციულად, წელიწადში ორჯერ იმართება საშობაო ლიტურგია ბეთლემში, სადაც მაცხოვრის დაბადების ადგილას, დღესასწაულს მთელი მსოფლიოდან ჩასული მორწმუნეები ხვდებიან.

შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღვთისმსახურება ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში ზუსტად შუაღამეს დაიწყო. ლიტურგიას, ტრადიციულად, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე მესამე უძღვებოდა.

დღესასწაულს ძველი სტილით რამდენიმე ქვეყანაში ზეიმობენ, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და სერბეთში.

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი. 

დღის ამბები