24 დეკემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"2016 წელს 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი" - IDFI

მშენებლობის ნებართვებისა და აქედან გამომდინარე თბილისში გასულ წელს მოჭრილი ხეების სტატისტიკას აქვეყნებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. მონაცემები ბოლო 6 წლიან პერიოდთან არის შედარებული.

IDFI-ში ამბობენ, რომ 2016 წელს მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი, რაც მათივე მტკიცებით, აჩენს ეჭვს პროცესის კეთილსინდისიერობასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია კონტროლის მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს.
IDFI იმ რისკებზეც საუბრობს, რომელიც ამ საკთხზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მოთხოვნას შესაძლოა მოჰყვეს.

„შეიძლება მოიმატოს კორუფციის რისკმა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია გაურიგდეს მერიის ჩინოვნიკს, რომ მოდი ახლა მე დამეხმარე, რომ ეს ხეები გამოვაცხადო გამხმარად და შენ შეიძლება სარგებელი მიიღო. ამიტომ, აუცილებელია ამ საკითხის მკაფიო დარეგულირება,“ - განაცხადა გიორგი ხატიაშვილმა.

დღის ამბები