24 დეკემბერი 2024,   07:38
ვრცლად
მოჭრილი ხეების სტატისტიკა - IDFI-ს კვლევას თბილისის მერი ეხმაურება

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, თბილისში გასულ წელს მოჭრილი ხეების სტატისტიკის შესახებ, გამოეხმაურა ქალაქის მერი. დავით ნარმანიას განცხადებით, დაზიანებული ხეების მოჭრა, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე მოხდა.

„2016 წელს ჩვენ ვახორციელებდით სანიტარულ ჭრებს, რომლის ფარგლებშიც ჯერ ხდებოდა მდგომარეობის შეფასება, მათი ნუმერაცია და ამის შემდეგ ხდებოდა ხეების მოჭრა. ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც გამოიწვია აბსოლუტურ მაჩვენებლებში ციფრების ზრდა. თუმცა, სანიტარული ჭრა არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაზიანებულმა და დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეებიც არ დააზიანოს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კვლევის შედეგბს ეხმაურება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძეც.

„კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა, საკმაოდ საინტერესოა, საყურადღებოა, რეკომენდაციები მისაღებია," - აღნიშნა ლექვინაძემ. 

ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს გასულ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი, რაც მათივე მტკიცებით საეჭვოა. 

დღის ამბები