24 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ანა დოლიძე ძალადობის წინააღმდეგ „სიმართლის დადგენის კომისიის“ შექმნაზე საუბრობს

ანა დოლიძე ყველას სახის ძალადობის გამოვლინებას გმობს. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აფასებს.

მისი პირადი აზრია, რომ გამოვლენილ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია გარდამავალი სამართლის მექანიზმის, სიმართლის დადგენის კომისიის შექმნა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას არა ერთხელ დაუფიქსირებია მიუღებლობა ძალადობის მიმართ. არა ძალადობას იყო სლოგანი და ლოზუნგი, რომლითაც ჩვენ მოვედით დღევანდელ დღემდე და ძალადობა არის ის, რაც ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით და უნდა დაისაჯოს. მე პირადად, იმ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი, გამოთქმული მაქვს პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა გარდამავალი სამართლის მექანიზმის შექმნა, როგორიც არის სიმართლის დადგენის კომისია, მაგრამ ეს არის ჩემი, პირადად ანა დოლიძის აზრი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები