24 დეკემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ბრიტანეთის კინოაკადემიამ 2016 წლის რჩეული ნამუშევრები დაასახელა

ბრიტანეთის კინოაკადემიამ 2016 წლის რჩეული ნამუშევრები დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნომინაციების უმეტესობა ლა ლა ლენდს ხვდა წილად, რომელიც ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი გახდა.

მიუზიკლი ბაფტას 11 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაშიც. მთავარი როლის შემსრულებლები - რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი შესაძლოა საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ. ამ ნომინაციაში მათ კონკურენციას ენდრიუ გარფილდი, ემილი ბლანტი და ჰიუ გრანტი გაუწევენ.

9-9 ნომინაციაზე წარადგინეს დენი ვილნოვის ჩასვლა და ტომ ფორდის თრილერი მთვარის შუქის ქვეშ.

საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ბრიტანული კინოაკადემია 12 თებერვალს დაასახელებს. ბაფტას დაჯილდოვების ცერემონია ლონდონის ალბერტ-ჰოლში გაიმართება. 

დღის ამბები