24 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
დუისის ინციდენტი - ძალოვანი უწყება გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს

ამ დრომდე უცნობია, ვინ დგას დუისში მომხდარი ინციდენტის უკან. გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს ძალოვანი უწყება და არც ის არის ცნობილი, ჰყავთ თუ არა სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი, რომელმაც დუისში კულტურის ცენტრს ცეცხლი წაუკიდა.

დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციმ, რომელიც ამ ცენტრში ფუნქციონირებდა, მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

შეხვედრას პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიასი მონაწილოებას იღებდნენ არასამთავრობო და საერთასორისო ორგანიზაციები და პანკისიის მაცხოვრებლები. 

პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი, არ გამორიცხავს, რომ ინციდენტები გარე ძალების მიერ იყოს მართული, რათა რეგიონი უფრო ჩაკეტილი გახდეს.

სახალხო დამცველის მოადგილე, ნატია კაციტაძე, აცხადებს, რომ პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უსაფრთხოების გარანტია უნდა ჰქონდეთ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოკვლევა მიმდინარეობს და პოლიცია პრევენციული ღონისძიებების გატარებაზეა ორიენტირებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია რელიგიური ნიშნით დევნას გამორიცხავს.

კულტურის სახლის შენობის დაწვა დუისში გასულ კვირას სცადეს. ეს არის ცენტრი, სადაც პანკისელი ახალგაზრდები სხვადასხვა სპეციალობას უფასოდ ეუფლებიან.

 

 

ავტორები: ეკა გაგუა, ია გულიაშვილი.

დღის ამბები