24 დეკემბერი 2024,   07:26
ვრცლად
გზაზე, სადაც ივანიშვილის მაგნოლია უნდა გაატარონ, ასწლოვან ხეებს ჩეხავენ

ქობულეთში ბობოყვათის ტერიტორიაზე ამ წუთებში ასწლოვანი ევკალიპტის ხეების გაჩეხვა მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხეების ტოტები ხელს უშლის მაგნოლიის ხის გამოტარებას, რომელიც ციხისძირიდან შეკვეთილში ბიძინა ვანიშვილს მის ტერიტორიაზე გადააქვს.

ადგილობრივები მოჭრილი ხის ტოტებს აგროვებენ და სახლში მიაქვთ. რაც შეეხება მანქანას, რომელზეც მაგნოლიის ხე დგას, ის სავარაუდოდ ევკალიპტის ხეების გაჩეხვის შემდეგ დაიძვრება.

 

დღის ამბები