24 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სროლა თბილისის ცენტრში - ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ბიჭს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილობრივებმა გამოიძახეს.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კლინიკაში გუშინ საღამოს მიიყვანეს. მას ორივე ქვედა კიდურის ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, რის გამოც მას პირველადი გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა. ამ დროისთვის კი მას ოპერაცია უტარდება.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დაჭრილი მამაკაცი შარტავას ქუჩის მაცხოვრებელია. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზინებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები