24 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა სოციალურად დაუცველ 9-სულიან ოჯახს ძველით ახალი წელი მიულოცა

ლეიბორისტების ლიდერმა სოციალურად დაუცველ 9-სულიან ოჯახს ძველით ახალი წელი მიულოცა, რომელიც ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოჯახი კინოსტუდიის ფარეხში ორ ავტობუსში ცხოვრობდა. წელს კი საცხოვრებელი სახლი გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მათ ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ გადასცა.

ოჯახით დაინტერესებული იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. 

„მოხარული ვარ, რომ ეს შესანიშნავი ოჯახი დღეს უკვე საკუთარ სახლში ხვდება დღესასწაულს, მაგრამ ამას არ უნდა სჭირდებოდეს ოპოზიციის ყიჟინა. მთავრობა უნდა კეტავდეს სიღარიბის ყველა კარს, მთავრობის წევრები თვითონ უნდა ეძებდნენ სიღატაკეს, ებრძოდნენ და არ უნდა ეძინოთ მანამდე, სანამ თუნდაც ერთი უსახსრო ადამიანი, ან უსახლკარო პიროვნება არსებობს ქვეყანაზე, ეს არის ხელისუფლების მოვალეობა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები