24 დეკემბერი 2024,   07:30
ვრცლად
მაგნოლია ზღვის პირას მიიტანეს - სპეციალისტები ხის გადასატანად შესაბამის ამინდს ელოდებიან

მაგნოლია ზღვის პირას მიიტანეს და შეკვეთილისკენ საზღვაო მოგზაურობის დასაწყებად ხე ახლა უკვე შესაბამის ამინდს ელოდება, მანამდე კი ასწლოვანი მცენარით დატვირთულმა მანქანამ კილომეტრიანი გზის გავლას 20 წუთი მოანდომა. ამ დროის განავლობაში მოძრაობა შეფერხდა ბათუმი-ქობულეთის გზაზე. ბობოყვათის მონაკვეთზე ერთ კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. ციხისძირის მაგისტრალის მთელ სიგრძეზე კი ევკალიპტის ასწლოვან ხეებს ტოტები მოაჭრეს. ადგილობრივების განცხადებით, მიზეზი მაგნოლიის შეუფერხებელი ტრანსპორტირება იყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ხის გადატანასთან გადაბელვის კავშირს უარყოფს.

კომპანია ზიმოში განმარტავენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე შერჩეულია კიდევ 50 ხე და მათი ტრანსპორტირება შეკვეთილისკენ ეტაპობრივად მოხდება.

დღის ამბები