თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. ქანდაკების ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. საზეიმო გახსნას თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და კულტურის მინისტრი დაესწრნენ.
დავით ნარმანიას თქმით, ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობმა სწორედ აქ შემქნა შემოქმედების დიდი ნაწილი.