24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
მაგნოლიას მოგზაურობა - 220 ტონა გიგანტური ხის ტრანსპორტირებისთვის ჯანსაღი ევკალიფტები გაიკაფა

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ასწლოვან ხეებს ტოტებს მთელი დღის განმავლობაში აჭრიდნენ. იმისათვის, რომ 220 ტონისა და 37 მეტრის სიგრძის გიგანტური ხის ტრანსპორტირება უსაფრთხოდ მომხდარიყო, ჯანსაღი ევკალიფტები გაკაფეს.

ასწლოვანი ხეებისთვის ტოტების მოჭრის ნებართვა ქობულეთის გამგეობამ გასცა, თუმცა მუნიციპალიტეტში უარყვეს, რომ ხეების გადაბელვა მაგნოლიას ტრანსპორტირებას უკავშირდებოდა. 

ხეების გადაადგილების ტექნიკურ სამუშაოებს ამჯერადაც კომპანია ზიმო ახორციელებს. დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ევკალიფტების გაკაფვასთან კავშირი კატეგორიულად უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში შეკვეთილში - დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე კიდევ 50 ხის ტრანსპორტირება იგეგმება.

ციხისძირიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას ადგილობრივები აპროტესტებენ.

გიგანტური ხე დღის ბოლოს ზღვის პირას მიიტანეს. ტიტას მსგავსად, მაგნოლიასაც შეკვეთილში საზღვაო მარშრუტით გადაიტანენ, თუმცა როდის დაიწყება მისი ტრანსპორტირება ყოფილი პრემიერის დენდროლოგიურ პარკში, ამინდის შესაბამისად გადაწყდება.

ავტორი: შოთა კიკნაძე, თეა ვაშალომიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები