24 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
პრობლემები ტექნიკურ აღჭურვილობაში - სიღნაღელები სახანძრო სამსახურის გაუმართაობას უჩივიან 

სიღნაღელები სახანძრო სამსახურის გაუმართაობას უკვე რამდენიმე წელია უჩივიან და ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემებზეც საუბრობენ. 

დაგვიანებული რეაგირებისა და ტექნიკურ აღჭურვილობაში პრობლემების გამო, ერთ-ერთი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც ასევე სახანძრო სამსახურის გაუმართაობას აბრალებენ, სიღნაღში ერთი წლის წინ მოხდა. ამერიკელი ბიზნესმენის ჯონი უერდმანის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ სახანძრო სამსახური დროულად მივიდა, მაგრამ ტექნიკური აღჭურვილობის არქონის გამო ცეცხლის ჩაქრობა ვერ შეძლო.

თავად სიღნაღის რაიონის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ტელეკამერასთან კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ, მაგრამ პირად საუბრებში ირწმუნებიან, რომ ტექნიკურად კარგად არიან აღჭურვილები და პრობლემა არ აქვთ.

ავტორი: ია გულიაშვილი, ეკა გაგუა. 

დღის ამბები