01 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
ინციდენტი რუსთავში - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის დამწვარი მანქანა - გავრცელებული ინფორმაციით, დეტექტივ-გამომძიებლის ავტომობილში ცეცხლი მისივე საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა გააჩინეს, თუმცა სოსო ღუნწკაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მანქანა გაუმართაობის გამო აალდა და მომხდარს პოლიციელის საქმიანობას არ უკავშირებენ.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით რუსთავში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლის გაჩენის შედეგად ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები