24 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
დოლარი კვლავ უნდა იყოს დეფიციტში - გია ვოლსკი დედოლარიზაციის პროცესს განმარტავს

უმრავლესობასა და უმცირესობას ლარიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები აქვთ. გია ვოლსკი დედოლარიზაციის პროცესს განმარტავს.

„ეს არ არის მარტო სოციალური პროგრამა, ეს არის სახელმწიფოს ფინანსური პოლიტიკა, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს ფარავს ლარით, სადაც დოლარი უნდა იყოს კვლავ დეფიციტში,“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროგრამა უსარგებლო იქნება.

„ეს არის ბრძოლა მათივე მავნებლური პოლიტიკის შედეგებთან და არა იმ მიზეზების გამოსწორება, რის გამოც სუსტდება ლარი. იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს, ამას სჭირდება გადასახადების დაწევა და ეკონომიკის ამოქმედება,“ - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ამ პროგრამის განსახორციელებლად, სულ მცირე, 10 წელია საჭირო.

„დედოლარიზაციის განხორციელებას მინიმუმ 10 წელი მაინც სჭირდება მთავრობის მიერ აღნიშნული ნაბიჯები რაც იდგმება, ეს გავს პრობლემის ერთგვარად შეფუთვას და ილუზორული შთაბეჭდილების შექმნას, რომ თითქოს ვიღაცა ზრუნავს ამ კონკრეტულ საკითხზე,“ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები