24 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
თანხმობა რუსულ წინადადებაზე - არასაპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს გადასახდელ პოლიტიკურ ფასზე საუბრობს

შეთანხმება გაზპრომთან - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ვარაუდობს, რომ რუსულ ენერგოგიგანტთან გაფორმებული ახალი შეთანხმება, არა მხოლოდ სომხეთისთვის გაზის მიწოდების საფასურს, არამედ შესაძლოა, თავად მაგისტრალის გასხვისებას უკავშირდებოდეს. შალვა ნათელაშვილი დახურული მოლაპარაკებების უკან კორუფციულ გარიგებას ხედავს.

სხვა არასაპარლამენტო ძალები ფიქრობენ, რომ ეკონომიკურის გარდა, საქართველო რუსულ ენერგო გიგანტთან გაფორმებული შეთანხმებით უფრო დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. 

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. 

იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა რუსულ ენერგო გიგანტთან დადებულ ახალ შეთანხმებას საიდუმლო გრიფს არ მოხსნის, კახა კალაძე პარლამენტში მაინც უნდა მივიდეს. ახალი მემარჯვნეები ფიქრობენ, რომ ენერგეტიკის მინისტრმა ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხზე ანგარიში დეპუტატებს უნდა ჩააბროს.

მოლაპარაკებები გაზპრომთან სომხეთისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის საფასურის შესახებ 1 კვირის წინ დასრულდა. აქამდე რუსეთი საქართველოს ტრანზიტის სანაცვლოდ 10% ბუნებრივ აირს უტოვებდა. 

ავტორი: ნათია გოგსაძე, ანა წერეთელი. 

 

დღის ამბები