24 დეკემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ექსპერტი დაადგენს, ეს კანაფია, თუ ქინძი, თუ ოხრახუში და მერე წაგიყენებთ ბრალსო - ქუთაისში შესაძლოა სასულიერო პირი დააკავონ

ქუთაისში ერთ-ერთ სასულიერო პირს, გიორგი ჯახუას პოლიციამ კანაფი აღმოუჩინა. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ინფორმაციით, სამართალდამცველები მის დაპატიმრებას გეგმავენ.

გიორგი ჯახუას თქმით 17 იანვარს მასთან ღამით პოლიცილები მივიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც მამაო ამბობს, სამართალდამცველებს ორდერი არ ჰქონდათ. მისი ოჯახიდან 2 ძირი კანაფი ამოიღეს. მამა გიორგის თქმით იგი ამ კანაფს სამკურნალოდ იყენებდა.

„ორი წელიწადია ავადმყოფობა მაქვს,  C ჰეპატიტი, დიაბეტი, ავთვისებიანი სიმსივნე ღვიძლის, ქოლეცისტიტი და დიაბეტი B კატეგორიის. ვიყენებ კანაფის ექსტრაქტს, მქონდა მცენარეული წამლების დამზადების კურთხევა. დიდი განათლება მაქვს მიღებული ამ სფეროში, რომელიც არავის არ აუკრძალვს ამ ქვეყანაზე, ღმერთს ვგულისხმობ. ექსპერტი დაადგენს, ეს კანაფია, თუ ქინძი, თუ ოხრახუში და მერე წაგიყენებთ ბრალსო და შევალთ სასამართლოში შესაბამისი შუამდგომლობებითო,“ - აცხადებს გიორგი ჯახუა.

ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შერჩევითი სამართალია, რადგან გირჩის ოფისში მარიხუანას ძირები პოლიციამ ასევე ამოიღო, თუმცა პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლები არ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ გირჩის წარმომადგენლებმა 31 დეკემბერს ოფისში რამდენიმე ძირი საზეიმოდ დარგეს.

დღის ამბები