24 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
კაცხის მონასტრის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კაცხის მონასტრის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება რესტავრაცია – კონსერვაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონების მოწყობა. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

სოფელ კაცხში, სამონასტრო კომპლექსის წინ თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრიც შენდება. აქვე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა, გზის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემების მონტაჟი.

დღის ამბები