24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
მეტროს დიდუბე-ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა ცალმხრივად იყო გაჩერებული

მეტროს დიდუბე-ვარკეთილის მიმართულებით მიმავალი მატარებლების მოძრაობა ნახევარი საათით შეფერხდა. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, შეფერხება ტექნიკური ხასიათის იყო.

მათი თქმით, მგზავრები უსაფრთხოების ნორმების დაცვით მატარებლებიდან გამოიყვანეს. პრობლემა ამ დროისათვის აღმოფხვრილია და მეტროს მატარებლები ჩვეული გრაფიკით განაგრძობენ მგზავრთა გადაყვანას.

მეტროს დიდუბე-ახმეტელისა და საბურთალოს ხაზებზე მატარებლების გადაადგილების შეფერხება არ ყოფილა.

დღის ამბები