01 ოქტომბერი 2024,   05:34
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროში" სავარაუდოდ, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა - მეხანძრეები მუშაობას განაგრძობენ

ბავშვთა სამყაროს შენობიდან კვლავ კვამლი ამოდის. ოქროს სამყაროს კომერციული დირექტორი, ამირან მარიამიძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში სავარაუდოდ, ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა.

ადგილზე ექსპერტები ტერიტორიას ათვალიერებდნენ, როდესაც შენობიდან კვამლი გამოჩნდა და სახანძრო ბრიგადებმა მუშაობა განაახლეს.

ექსპერტები ბავშვთა სამყაროს შენობის მდგომარეობას აფასებენ. ამირან მარიამიძის განცხადებით, მოვაჭრეების მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მათი სათითაოდ შეყვანა ტერიტორიაზე ხვალ დილიდან დაიწყება.

დღის ამბები