24 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
გერმანიაში მყოფი საპატრიარქოს დელეგაციის ოფიციალური პოზიცია მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით კვლავ უცნობია

რამდენიმე საათის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა. მეუფე იაკობის პოზიცია მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უცნობია. მეუფე იაკობმა დღის პირველ ნახევარში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ელოდება გამოძიების დასრულებას. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს.  

„პროკურატურა თუ აცხადებს, ალბათ, ბოლომდე გაიხსნებიან. ისეთი თემაა ეს ბრალს ვერავის ვერ დავდებ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მთელი დღის განმავლობაში კლინიკაში იმყოფებოდა ტერიტორია ჯერაც არ დაუტოვებია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს. მან ასევე დადებით ფაქტად შეაფასა პატრიარქის დაცვის უფროსის პროკურატურაში დაკითხვის მიზნით გერმანიიდან ერთი დღით საქართველოში დაბრუნება.

პროკურატურაში გაკეთებული განცხადება კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაციის დასრულებას დაემთხვა, თუმცა ამის მიუხედავად,  საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, სადაც რამდენიმე დღე დარჩება, რის შემდეგაც, ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ.

აქ რჩება ასევე საპატრიარქოს დელეგაცია. ცნობილია, რომ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტამდე, ბერლინში პატრიარქს მოინახულებს.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

დღის ამბები