24 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილონი - ირაკლი აბესაძე პროკურატურის კითხვებს პასუხობს

ირაკლი აბესაძე პროკურატურის კიხთხვებს პასუხობს. ევროპული საქართველოს წევრი უწყებაში დაკითხვაზე მოსამართლე ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.

დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას კორუფციული საქმის გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მიმართა.

ირაკლი აბესაძეს საგამოძიებო უწყებიდან დღეს დილით დაუკავშირდნენ. აბესაძის თქმით, გამომძიებელმა უთხრა, რომ მასთან კითხვები სწორედ ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ.

დეპუტატი აცხადებს, რომ ის საგამოძიებო უწყებას, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„პროკურატურა გვერდს ვერ აუვლის შეაფასოს ის ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც იქნა ჩადენილი. დაახლოებით მილიონი, რომელიც უდნა მოხმარებოდა რეალურად სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირებას, მოხმარდა  მოსამართლის ოჯახის წევრის კომპენსირებას. აბსოლუტურად უკანონოდ და დანაშაულებრივად,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

უცნობია  დაიწყო თუ არა მოსამართლე ნატა ნაზღაიძესთან შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება მთავარმა პროკურატურამ. უწყებაში განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში უკვე დაიკითხა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე. 

დღის ამბები