24 დეკემბერი 2024,   07:27
ვრცლად
აბსურდია თავიდან ბოლომდე - გიორგი ფანცულაია მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექიმის შეფასებაზე საუბრობს

მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების მიზეზებს ექიმები ვერ ასახელებენ. ბრალდებული ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, აცხადებს, რომ ექიმი ოთარ ტრაპაიძე მას შეკითხვებზე ვერ პასუხობს.

„ადამიანს 35.4 აქვს სიცხე, აქვს ციება, აქვს ღებინება, რომელიც დაფიქსირებულია, აქვს დაბალი არტერიული წნევა და ადამიანი არის ცუდად. ამ დროს ექიმი ოთარ ტრაპაიძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოითხოვს აუცილებლობას, გადაიდოს დაკითხვა. უბრალოდ აბსურდი არის თავიდან ბოლომდე,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები