01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონს ამ წუთებში მესამე მოსმენით განიხილავენ

დღეს პარლამენტში დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე ე.წ. მოსმენების კანონის განსახილველად იკრიბებიან. განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის. მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული რეგულაციები პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით გადის.

„ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ეს არის აღმასრულებელი ფუნქცია თავისი არსით. ამიტომ ის დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, როგორც ეს არის ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში და ბუნებრივია, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შემუშავებულია, ქმნის ბალანსს ერთი მხრივ კონტროლის და ზედამხედველობის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, ამ ფუნქციის ეფექტური განხორციელების კუთხით,“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.

კანონი 30 მარტამდე უნდა ამოქმედდეს, თუმცა ოპოზიცია კანონპროექტს არ ეთანხმება. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა განხილვას დღეს ბოიკოტი გამოუცხადეს. ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ არსებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და კანონი არაკონსტიტუციური იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები