01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიების მიღებამდე ჩვენების მიცემას არ აპირებს-მამა გიორგი თევდორაშვილი

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიების მიღებამდე კითხვებზე პასუხების გაცემას არ აპირებს - ეს განცხადება რუსთავი 2-თან საუბრისას ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გამომძიებლებს დაკითხვაზე ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს 13:00 საათზე ელოდებიან.

ადვოკატების თქმით გუშინ მამა გიორგის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულმა პროკურატურის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ მამა გიორგი მამალაძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. 

 

 

დღის ამბები