01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
რუსეთის მესაზღვრეებმა ოკუპაციის ზოლთან 40 წლის მამაკაცი გაიტაცეს და სანაცვლოდ ფულს ითხოვენ

ბოლო კვირის განმავლობაში საოკუპაციო ზოლიდან მეორე ადამიანი გაიტაცეს. რუსეთის მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი დააკავეს.

40 წლის კახაბერ ქისიშვილი მეზობელ სოფელ ოტრევში მეგობრის სანახავად მიდიოდა. გატაცებულის დედის ინფორმაციით, კახაბერ ქისიშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და გამოსასყიდის გაღების საშუალება არ აქვს.

დღის ამბები