01 ოქტომბერი 2024,   03:36
ვრცლად
ფრაქცია "ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ მოსმენების ახალი კანონის მიღებით სიტუაცია გაუარესდება

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრები მესამე სექტორს ხვდებიან. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონის ძალაში შესვლის შემდეგ უკონტროლო მოსმენები დაკანონდება. ოპოზიცია ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. კანონის მიღების შემდეგ, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს წევრები უახლოეს პერიოდში ასევე გეგმავენ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან.

„სამწუხაროდ, უკანონო მოსმენები რჩება მნიშვნელოვან პრობლემად ქვეყანაში, ვინაიდან, ახალი კანონით, რომლის მიღებასაც აპირებს უმრავლესობა, სიტუაცია არა თუ გაუმჯობესდება, არამედ გაუარესდება და პრაქტიკულად, მოხდება უკანონო მოსმენების დაკანონება,“ - აცხადებს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, დავით ბაქრაძე.

ელენე ხოშტარიას თქმით, ფარული მიყურადების კანონი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება და ოპოზიციამ, არასამთავრობოებთან ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ეს კანონი არ ამოქმედდეს.

არასამთავრობოების განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი და ცვლილებები მხოლოდ „კოსმეტიკაა“, რომელიც საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს არ პასუხობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები