01 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
​ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ 

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ. გამომძიებლები დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს შეხვდებიან.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე საქმის პროკურორებმა განაცხადეს, მათ იმედი აქვთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ყველა კითხვას გასცემს პასუხს. 

„იმედი გვაქვს, რომ ამჯერად მაინც ჩვენს დასმულ მნიშვნელოვან და კრიტიკულ შეკითხვებს ბრალდებული გასცემს პასუხის. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი ბრალდებულისგან მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია. ჩვენი ინფომრაციით რაც გაგვაჩნია ბრალდებულის მდგომარეობა დღესაც არის ნორმაში, იგი თავს გრძნობს ჩვეულად . მას შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში და სწორედ ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ მის დაკითხვას,“-განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. 

ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებიან ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებიც. 

„ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე როგორც ცნობილი გახდა უკვე უტარდებოდა გარკვეული კონტროლი მის ჯანმრთელობას, როგორც მერე მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურას, მას შეუძლია, რომ  დაკითხვა გაგრძელდეს,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ რომ ციანიდის შესაძენად მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან რეფერენტმა ციანიდის შესაძენად 500 დოლარი გადაუხადა, ადვოკატი ინფომრაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

 

დღის ამბები