01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
დამნაშავეა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს სჭირდება თანადგომა-დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი მამა გიორგი მამალაძეზე საუბრობს

"დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანს სჭირდება თანადგომა," - ეს განცხადება, საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა დაკავებულ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გააკეთა.

დეკანოზმა იმედი გამოთქვა, რომ სასულიერო პირებს მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძის მონახულების შესაძლებლობა ექნებათ.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში საშუალება ექნებათ სასულიერო პირებს მისი მონახულების. ეს არის  ჩვენი პირველი მოვალეობა. მაცხოვარი ბრძანებს, საპყრობილეში ვიყავი და არ მინახულეთო. ამ შემთხვევაში მამა გიორგი არაფერ შუაში არ არის, ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და პირადად ჩემი, რომ მენახა მამა გიორგი.

"დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანს სჭირდება თანადგომა, გვერდში დგომა, დაცვა და კურთხევის მიცემა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დროზე გაირკვევა და ყველაფერი დასრულდება,“-განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

მამა გიორგი თევდორაშვილის ინფომრაციით, დაკავებული დეკანოზი არ აპირებს ჩვენების მიცემას მანამ, სანამ მისი ოჯახის უსაფრთხოება არ იქნება დაცული.

დღის ამბები