01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
ყოველთვის პატივისცემით ვიყავით განწყობილი იმ ხალხის მიმართ, რომელიც თავისუფალ საქართველში ცხოვრობს - ალექსანდრე ლუკაშენკო

გიორგი მარგველაშვილი მინსკში ვიზიტის ფარგლებში ბელორუსის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს.

„ყოველთვის მოხარული ვართ ჩვენი მოძმე ქართველების სტუმრობით. ყოველთვის პატივისცემით ვიყავით განწყობილი იმ ხალხის მიმართ, რომელიც გმირულ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველში ცხოვრობს. ბოლო წლებში ჩვენს ურთიერთობებში გარღვევა მოვახდინეთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ისეთი არ არის, როგორსაც ვგეგმავდით, ნახევარი გზა მაინც უკვე გავლილია,“ - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

საქართველოს პრეზიდენტმა ბელორუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და დღესაც უჭერს მხარს ბელორუსს საერთაშორისო არენაზე. მიგვაჩნია, რომ თქვენი როლი უფრო უნდა გაღრმავდეს და განმტკიცდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სავაჭრო ასპექტში გავერთიანდით ევროკავშირთან, ბელორუსი კი ავითარებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ევრაზიულ კავშირთან, ჩვენს მიერ შექმნილი ფორმატი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მხარეებმა შეხვედრაზე რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პრეზიდენტები მედიასთან ბრიფინგს ცოტა ხანში გამართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები