01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
პროკურორები აცხადებენ, რომ მამა გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა

პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა, მამა გიორგი მამალაძემ გამომძიებლები დაწყევლა. მისი თქმით, მამაოს მიერ პროკურორების მიმართ წყევლა ვიდეო ოქმში არის ასახული, თუმცა მის შინაარსზე პროკურორი არ საუბრობს.

წიკლაური აცხადებს, რომ ბრალდებული შეკითხვებზე პასუხის გაცემას მანამდე არ აპირებს, ვიდრე თავისი ოჯახის უსაფრთხოების თაობაზე გარანტიას არ მიიღებს.

„პირდაპირ იყო საუბარი, როდესაც ჩვენ დავაპირეთ მისი დაკითხვა, შემოგვითვალა ეს წყევლა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. ასევე ახსენა მან, მორიგ მიზეზად გამოიყენა, რომ უსაფრთხოებას ითხოვდა. თუმცა აქამდე, როდესაც მზაობას გამოხატავდა თანამშრომლობისთვის, ის წინაპირობად არ ასახელებდა ჯერ დაცვის ღონისძიებების გამოყენებას და შემდეგ ჩვენების მიცემას,“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძე გამომძიებლების შეკითხვებს არ უპასუხებს, სანამ მისი შვილების, მეუღლის, დედის, ძმისა და ძმის ოჯახი დაცული არ იქნება.

„მიუთითა, რომ თუ მე მქონდა ციანიდი, მე თუ ვაპირებდი შორენას და პატრიარქის და მაღალი სასულიერო პირების მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამო... მამა გიორგიმ მოითხოვა, რომ მე თუ გინდათ, რომ კიდევ თქვენ ე.წ. კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხი გაგცეთ და ზუსტად ჩამოთვალა ის პირები, ვის დაცვის უზრუნველყოფასაც ითხოვს. იმიტომ, რომ ჩვენებაში ზუსტად არის მითითებული ვისგან რა სახის მუქარას ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

 

დღის ამბები