01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძე ამ ეტაპზე ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს

ამ დრომდე გაურკვეველია როდის განახლდება დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა. სამართალდამცველების კითხვებს გუშინ ბრალდებულმა აღარ უპასუხა.

ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურორები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათი განცხადებით, ბრალდებულმა ჩვენება აღარ მისცა და მოხდა გარკვეული კონფლიქტიც.

ადვოკატების განმარტებით, დეკანოზი კითხვებს თავისი ოჯახისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღებამდე აღარ უპასუხებს.

სავარაუდოდ, ე.წ. ციანიდის საქმე იქნება სინოდის მომავალი სხდომის მთავარი თემაც - თარიღი ზუსტდება.

„ამ ეტაპზე ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. ამასთან დაკავშირებით დაფიქსირდა ოქმით და მან მთავარი პროკურორის სახელზე დაწერა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ ის ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს მისი ოჯახის წევრების მიმართ დაცვის განხორციელება. გაგრძელდება დაკითხვა, როდესაც პროკურატურიდან გვექნება პასუხი მამა გიორგის ოჯახის წევრების დაცვის თაობაზე,“-განაცხადა მიხელ რამიშვილმა. 

დღის ამბები